ზურაბ ჭიაბერაშვილი - კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკი მომატებულია - მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროს სწორი და გააზრებული ქმედებები, რასაც რიგ შემთხვევებში, ვერ ვხედავთ

კორონავირუსის ქვეყნის ტერიტორიაზე გადაცემის დაფიქსირების შემდეგ, ვირუსის ფართოდ გავრცელების რისკი მომატებულია. ამ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ჯანდაცვის სისტემის მიერ შემთხვევათა, განსაკუთრებით კი, მძიმე შემთხვევათა, ეფექტურ მართვას,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ჭიაბერაშვილის თქმით, ამ ფონზე მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სამინისტროს სწორი და გააზრებული ქმედებები, „რასაც, რიგ შემთხვევებში, ვერ ვხედავთ“.

მისივე განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორის მზაობა იქნება საკვანძო, რომ მძიმე შემთხვევებში ფატალური დასასრულის ალბათობა მაქსიმალურად შევამციროთ.

„შესაძლო შემთხვევათა სწრაფი მატების გამო, საფიქრალია დიაგნოსტიკური სიმძლავრეების გაზრდაზეც. ლუგარის ლაბორატორიისადმი ჩვენი სრული ნდობისა და ამ ლაბორატორიის განსაკუთრებული სიმძლავრეების მიუხედავად, სხვა ცენტრებს, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კვალიფიკაცია არსებობს, ჯანადაცვის სამინისტრომ არ უნდა შეუქმნას ბიუროკრატიული წინაღობა, რომ შესაბამისი რეაქტივები ჩამოიტანონ და ტესტები ატარონ. ასეთმა ლაბორატორიებმა დაავადებათა კონტროლის ცენტრს ინფორმაცია ღიად და გამჭვირვალედ, ონლაინ-რეჟიმში უნდა მიაწოდონ.

სპეციალური ზრუნვის საგანი უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, განსაკუთრებით. ამასთან დაკავშირებით, მაქვს შემდეგი რეკომენდაციები:

16 მარტამდე შეჩერებულია „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ ქვე-პროგრამები, და მუნიციპალიტეტების „სოციალური და ჯანდაცვის აუტიზმის პროგრამები“, სადაც პროგრამებში ჩართული ბავშვები შესაბამის სერვისს იღებენ. კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხე შესაძლოა თვეების მანძილზე გაგრძელდეს, ამ სერვისებს კი უსასრულოდ ვერ გავაჩერებთ. ამიტომ, საჭიროა ჯანდაცვის სამინისტრომ ამგვარ პროგრამებთან მიმართებაში სპეციალური გეგმა და რეკომენდაციები შეიმუშაოს და, რაც მთავარია, დამატებითი დაფინანსება გამოყოს, რომ ცენტრებმა რეკომენდაციების სრულფასოვანი შესრულება შეძლონ. მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგებს, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო ასეთ ცენტრებს ჩაუტარებს, მშობლებიც დაესწრონ, რაც გასატარებელი ღონისძიებებისადმი მათ ნდობას აამაღლებს.

სპეციალური ყურადღება სჭირდებათ იმ მცირე საოჯახო სახლებს/დაწესებულებებს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ბავშვები, მოხუცები ცხოვრობენ. მათაც სჭირდებათ სპეციალური რეკომენდაციები და მათაც სჭირდებათ დამატებითი სახსრები. სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშებში ისედაც მუდმივადაა ყურადღება გამახვილებული ასეთ საცხოვრისებში ჰიგიენური პირობების დარღვევებზე, რისი აღმოფხვრაც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საჭიროა დროული მითითებები და რეკომენდაციები სათემო, საოჯახო თუ დახურულ ინსტიტუციებისთვის, სადაც ქრონიკული მდგომარეობების ადამიანები ცხოვრობენ.

სახელმწიფო სერვისების ნაწილი სათემოა, როდესაც მობილური ჯგუფი კარდაკარ დადის და ბინაზე აწვდის მომსახურებას. აქ რას ვაკეთებთ? ვაჩერებთ ამ სერვისებს თუ მობილურ ჯგუფებს სპეციალური ეკიპირებით და ინსტრუქციით აღვჭურვავთ?

უნდა ვიფიქროთ იმაზე, არის თუ არა მზაობა ჰოსპიტალურ სექტორში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კერძოდ,

რა ხდება, თუ ჰოსპიტალიზაცია უწევს ქცევითი აშლილობების მქონე პირს. ხდება თუ არა ოჯახის წევრების მათთან განთავსება?

რა ხდება, თუ ჰოსპიტალიზაცია უწევს მშობელს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ყავს და იგი ბავშვის ერთადერთი მომვლელია? როგორ ზრუნავს სახელმწიფო ბავშვზე?

ყურადსაღებია ისიც, რომ ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობას (მათი რიცხვი დღეს უკვე დიდია) ანაზღაურება მხოლოდ შესრულებული სამუშაოს (ჩატარებული სეანსების/საათების) შესაბამისად ეძლევათ და მათ შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნიათ. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს შესაბამისი პოლიტიკა ან ადამიანების სოციალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფადაც“,-აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ დეტალური რეკომენდაციები უნდა გაწეროს სამინისტროს და ასევე მუნიციპალიტეტების მიერ მართული/დაფინანსებული პროგრამების ყველა ბენეფიციარისათვის, რათა ეს პროგრამები შეუფერხებლად გაგრძელდეს.

"ჯერჯერობით სამინისტროსგან ამგვარ პროაქტიულ მოქმედებას ვერ ვხედავთ და მოვუწოდებთ, მხედველობაში მიიღონ ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადებები",-აცხადებს ჭიაბერაშვილი.

იხილეთ ვიდეო:

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება