ზურაბ ჭიაბერაშვილი - აუცილებელია, რომ საერთაშორისო დიპლომატებს დავუთმოთ ასპარეზი და თუკი კომპრომისი შედგა, მათ გააკეთონ პირველი განცხადებები

აუცილებელია, რომ შუამავლებს, საერთაშორისო დიპლომატებს დავუთმოთ ასპარეზი და საბოლოოდ, თუკი ასეთი კომპრომისი შედგა, მათ გააკეთონ პირველი განცხადებები , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ არჩევნებმა ნორმალურ ვითარებაში ჩაიაროს, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია ორი პირობის დაკმაყოფილება, ერთი ეხება თავად საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას, მეორე კი პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას.

„ევროპული საქართველოს“ და მთლიანად, ოპოზიციის მიდგომა არის, რომ რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოცილების პროცესი, რომელიც გარდაუვლად მოხდება ამ შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების დროს. ამისათვის, აუცილებელია არჩევნები ჩატარდეს იმ სისტემით, რომელზეც იქნება შეთანხმება პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის და ამავდროულად, პოლიტიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები, პოლიტპატიმრები იქნან გათავისუფლებული. ორივე პირობის დაკმაყოფილება არის საკვანძო იმისთვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და შედარებით ნორმალურ გარემოში იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოცილება, ხაზს ვუსვამ, რომ არის გარდაუვალი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, პარტნიორების ეგიდით და იმისათვის, რომ ქვეყნისთვის საჭირო კომპრომისი იქნას მიღწეული იმ ორი პირობით, რაც საკვანძოა მთლიანად ოპოზიციისთვის და მათ შორის, „ევროპული საქართველოსთვის“, აუცილებელია, რომ თვითონ შუამავლებს, საერთაშორისო დიპლომატებს დავუთმოთ ასპარეზი და მათ საბოლოოდ, თუკი ასეთი კომპრომისი შედგა, მათ გააკეთონ პირველი განცხადებები. ეს არის ყველაზე უფრო პასუხისმგებლიანი მიდგომა, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში პოლიტიკურ მოთამაშეებს გვქონდეს“ , - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა