ეკა ბესელია -  პარტია „სამართლიანობისთვის“ ქმნის ახალ პლატფორმას, ძლიერ ქალთა ორგანიზაციას - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი კვოტირების საკითხიც იქნება

პარტია “სამართლიანობისთვის” ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარეობს. როგორც პარტიის დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა, ორგანიზაციის შექმნის ერთ-ერთი მიზანი ქალთა მიმართ სოლიდარობა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრაა.

“პარტია სამართლიანობისთვის ქმნის ახალ პლატფორმას ძალიან ძლიერ ქალთა ორგანიზაციას, ორგანიზაციების, IRI-ის, NDI-ის, USAD-ის მხარდაჭერით და მადლობა მინდა, ვუთხრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ დაგვეხმარნენ, რათა ძალიან ძლიერი ქალთა ორგანიზაცია შეგვექმნა.

სამი მთავარი პრინციპია, რისთვისაც ვქმნით ამ ახალ მოძრაობას. პირველი, რომ შეწყდეს ქალთა მიმართ ძალადობა და დავეხმაროთ ყველა ქალს, რომელსაც სჭირდება მეტი სოლიდარობა და მხარდაჭერა. მეორე, რომ გავაძლიეროთ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა არჩევნებში და წელს ამ არჩევნებზეც და მომავალ არჩევნებზეც მეტი ქალი კანდიდატი გვყავდეს და მათ შორის კვოტირების საკითხიც იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ქალთა მეტი ჩართულობა და მეტი მონაწილეობა პოლიტიკურ სივრცეში და სხვადასხვა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე. აქ არიან უნიჭიერესი ქალები, ძალიან ძლიერი და გამოცდილი, წარმატებულები სხვადასხვა სფეროში და მათ შორის სხვადასხვა რეგიონიდან და იმედი მაქვს, რომ ეს ახალი ორგანიზაცია, სადაც იქნებიან როგორც წევრი პარტიის, ასევე არაწევრი მხარდამჭერები, შექმნის ახალ პლატფორმას ქალებისთვის”,- განაცხადა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო: პარტია "სამართლიანობისთვის" ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო