ილია მეორე - მშვიდობა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში, ვერაფერი გამოგვივა, მშვიდობა უნდა შეიძინოთ - სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი არ გამოდის

მშვიდობა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში, ვერაფერი გამოგვივა. მშვიდობა უნდა შეიძინოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობა ღვთისა , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, სიყვარული თუ არის ადამიანში სიხარული იქნება.

"დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. ყოველდღე ჩვენ ვხედავთ სასწაულებს. ყოველ დღე ღმერთი გვიჩვენებს თუ რა უნდა გავაკეთოთ. მე შენდობის დღეს ვთქვი, რომ ძალიან იოლი გზაა სასუფეველში. უფალო მომანიჭე განცდა ცოდვათა ჩემთათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ეს არის პირდაპირი გზა სასუფეველში. ჩვენი წინაპრები ამით ცხონდნენ, ამით შეიძინეს მადლი ღვთისა. დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი. დიდება ჰქონდეს უფალს, დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ გვაძლევს მადლსა. ჩვენ თაყვანსა ვცემთ უფალს, რომ გვიადვილებს სასუფეველის გზას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არც ისეთი იოლია გზა სასუფეველისა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალი მოგვცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი. ძალა ღვთისა და მშვიდობა ღვთისა, ეს აუცილებელია. თქვენ გახსოვთ სახარებაში, აღდგომის შემდეგ რომ გამოეცხადება მაცხოვარი მოციქულებს. ერთხელ გამოეცხადა მათ ისე, რომ კარები ჩაკეტილი იყო. პირველი სიტყვები, რითაც მიმართა მოციქულებს - მშვიდობა თქვენთა. მშვიდობა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში ვერაფერი გამოგვივა. მშვიდობა უნდა შეიძინოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობა ღვთისა. გწყალობდეთ ღმერთი. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, ღმერთმა. სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება. სიყვარულის გარეშე არაფერი არ გამოდის იმიტომ, რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ",- ბრძანა პატრიარქმა.

იხილეთ ვიდეო: ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს