მალტაში კორონავირუსი 12 წლის იტალიელ გოგონას დაუდასტურდა

კორონავირუსის პირველი შემთხვევები მალტაში, მალდივებსა და პარაგვაიში დადასტურდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პარაგვაიში ეკვადორიდან ჩასულ 32 წლის მამაკაცს აღმოაჩნდა ინფექცია. მალტაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 12 წლის იტალიელ გოგონას დაუდასტურდა. გოგონა მალტაში ცხოვრობს, ის მშობლებთან და დასთან ერთად, მალტაში იტალიიდან თებერვლის ბოლოს დაბრუნდა.

მალდივებზე კორონავირუსი ორ პაციენტს აღმოაჩნდა. ისინი ტურისტულ კურორტზე მუშაობენ და სავარაუდოდ ინფექცია იტალიელი ტურისტებისგან გადაედოთ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა