ეკა ბესელია - გვაქვს ბოლო კონსულტაციები და ყველაფერი ცნობილი გახდება - იმედი მაქვს, რომ მმართველი პარტია მზად არის კონსენსუსისთვის

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას აზრით, შესაძლებელია, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ კონსენსუსისკენ ნაბიჯი გადადგას.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„მივედით უკვე საკვანძო მომენტთან. რამდენიმე დღეში, ოთხშაბათს უნდა დაინიცირდეს ახალი კონსტიტუციური კანონპროექტი. მე იმედი მაქვს, რომ მმართველი პარტია მზად არის ამ კონსენსუსისა და ცვლილებებისთვის. ამ ორ დღეში გვექნება აქტიური კონსულტაციები და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მოინახოს კომპრომისული გზა, მე მაქვს იმედი, რომ ეს შესაძლებელია. ასეთი ძლიერი ჩართულობა საერთაშორისო ორგანიზაციებს არასოდეს არ ჰქონიათ და მადლობა მინდა ვუთხრა დიპლომატებს ამისთვის. ალბათ უკვე ამ ორ დღეში გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ, რა კონკრეტული ცვლილებებისთვის ვიქნებით მზად. ახლა მთელი პასუხისმგებლლობა გადავიდა მმართველ პარტიაზე. გვაქვს უკვე ბოლო კონსულტაციები და ალბათ დღეს, ხვალ, მაქსიმუმ ზეგ ყველაფერი ცნობილი გახდება“,- განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 130/20-ზე სისტემაზე მოხდეს შეთანხმება, ბესელია აცხადებს, რომ „მგონი შესაძლებელია“.

„ეს იქნება არა ერთი საკითხი, არამედ მთლიანად პაკეტში ცვლილელები, მათ შორის ეს ეხება ბარიერის თემას, არაძალადობრივ გარემოს, პროპორციული რაოდენობის თვალსაზრისით უფრო მეტად გაზრდას, ოლქების სწორად გადანაწილებას. იმედი მაქვს, შევძლებთ ამ მზაობით, მივიდეთ შეთანხმებამდე, რომ მშვიდად და სამართლიანად ჩატარდეს ქვეყანაში არჩევნები. მე მგონია, ისინი ამ გადაწყვეტილებისკენ ნაბიჯს გადმოდგამენ, ისევე, როგორც, ამ პაკეტში შეიძლება იყოს კიდევ სხვა საკითხები ამასთან ერთად, რომელიც ასევე პრინციპულია იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს“,- განაცხადა ბესელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს