„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ახალი გაერთიანების“ წევრმა ქალებმა კერძო სექტორში სავალდებულო დეკრეტული შვებულება მოითხოვეს და შესაბამისი მანიფესტი წაიკითხეს

„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ახალი გაერთიანების“ ლიდერმა ქალებმა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების მოთხოვნით მანიფესტი წაიკითხეს.

ისინი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულების ყველა დამსაქმებელზე გავრცელებას, მამებისთვის დეკრეტული შვებულების გაცემას და ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების პერიოდის 6 თვიდან - 2 წლამდე გაზრდას ითხოვენ.

,,დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მოვითხოვოთ ანაზღაურებული დეკრეტული შვებულება ყველა სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ დეკრეტული შვებულების მნიშვნელობაზე უამრავი კვლევა არსებობს, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება მხოლოდ საჯარო მოხელეებს ეძლევათ. სხვა დასაქმებულებს არც კერძო და არც საჯარო სექტორში დეკრეტული შვებულების დროს ანაზღაურება არ ეძლევათ. მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი გასაცემელი 600-დან 1000 ლარი. მიგვაჩნია, რომ ეს არის ადამიანების უსამართლო დაყოფა. ამიტომ ვითხოვთ, რომ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულება საჯარო მოხელეების მსგავსად გავრცელდეს ყველა დამსაქმებელზე. ჩვენ ვითხოვთ, მინიმუმ, პირველ ეტაპზე კერძო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებებს, მამებსაც მიეცეთ ანაზღაურებული დეკრეტული შვებულების უფლება, და სამომავლოდ ანაზღაურებული დეკრეტული შვებულების დრო გაიზარდოს 6 თვიდან ორ წლამდე” , - განაცხადეს დამოუკიდებელი პროფკავშირების ახალი გაერთიანების წევრებმა.

იხილეთ ვიდეო: "დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ახალი გაერთიანების" წევრმა ქალებმა კერძო სექტორში სავალდებულო დეკრეტული შვებულება მოითხოვეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა