მეუფე ნიკოლოზი - ეკლესიამ რომ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატაროს, აუცილებლად უნდა დაეხმაროს ჯანდაცვის სამინისტრო - ეს დაკავშირებულია დიდ თანხებთან, გამოცდილებასთან, ცოდნასთან

ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, თუ ჯანდაცვის უწყება ეკლესიას მიმართავს, შესაძლებელია ტაძრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდეს.

ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ახალ ვირუსთან ბრძოლა გარკვეულ ცოდნასაც საჭიროებს.

"ეს არის დაკავშირებული დიდ თანხებთან, გამოცდილებასთან, ცოდნასთან. ეკლესია ამას დამოუკიდებლად ვერ ჩაატარებს. ეკლესიამ რომ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატაროს მას აუცილებლად უნდა დაეხმაროს ჯანდაცვის სამინისტრო. შეიძლება დაგვეხმაროს და გვეხმარება ჯანდაცვის სამინისტრო. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მოგვმართოს და ჩვენ უარს არ ვიტყვით",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, "იმის გამო, რომ საფრთხე არსებობს, ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას და ერთმანეთის საღ აზროვნებაში ნუ შეგვეპარება ეჭვი".

"ამ ახალ ვირუსთან, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოჩნდა, ბრძოლა მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. ვირუსის დამარცხება, ავადმყოფობის მკურნალობა დაკავშირებული არიან თანხებთან და პრევენცია, თავის დაზღვევა, რომ ავადმყოფობა არ დაგემართოს, უფრო დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. პანიკასთან ბრძოლა კიდევ უფრო დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, ნუ შეგვეპარება ეჭვი ერთმანეთის ადეკვატურობაში. ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა იმაში, რომ შევაჩეროთ ეს პანიკა. რა თქმა უნდა, საშიშია ავადმყოფობა, არასასიამოვნოა რომ დაგემართოს და ის შიში, რაც ადამიანს გააჩნია, რომ შეიძლება დაემართოს ყოველ დაცემინებაზე, რა თქმა უნდა, ძალიან უსიამოვნო პროცესია. მაგრამ იმის გამო, რომ საფრთხე არსებობს, ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას და ერთმანეთის საღ აზროვნებაში ნუ შეგვეპარება ეჭვი",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება ზიარების წესის ცვლილებას, როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, განმარტება დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ უმჯობესია, ტელევიზიებმა საზოგადოების ინფორმირებისთვის სასულიერო პირებს პირდაპირი ეთერი დაუთმონ.

"ამაზე ქუჩაში, ფეხზე, ტაძარში ნუ ვილაპარაკებთ, დავსხდეთ ტელევიზიაში, სტუდიაში და იქ ვილაპარაკოთ. 40 წამში შეუძლებელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ინტერნეტთან წვდომა თუ გაქვთ, ნახეთ რას ნიშნავს ანტისეპტიკი, მისი გამოგონების და განვითარების ისტორია, იქ ბევრი რამ წერია. თქვენ რასაც ახლა მეკითხებით, ეს არის პანიკის საწინააღმდეგო პრევენციული ზომები, რაც არის დიდ თანხებთან დაკავშირებული ქვეყნისთვის. მივიღოთ ამაში მონაწილეობა, ტელევიზიებმა ცოტა დრო და თანხები გამოყონ, დავსხდეთ და ვისაუბროთ. დამშვიდდება ხალხი. ეს არის პანიკა და ნუ შევუწყობთ ხელს პანიკის განვითარებას",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

იხილეთ ვიდეო: მეუფე ნიკოლოზის თქმით ეკლესიას სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაში ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დაეხმაროს

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა