გლდანის რაიონში 17 სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 33 პროექტი ხორციელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ამორტიზებული სახურავის რეაბილიტაცია 17 მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის, სვიმეონ შოთაძის ქუჩა N2 კორპუსის, ამავე ქუჩის მეორე შესახვევის N14 კორპუსის და მუხიანის მესამე მიკრორაიონის N1 კორპუსის რამდენიმე სადარბაზოში.

უწყების ცნობით, სვიმეონ შოთაძის N2 კორპუსში შენობის ქანობიანი სახურავი ჯამში, 1 400 კვ.მ ფართობზე შეიცვლება. სამუშაოების ღირებულება 42 114 ლარს შეადგენს. სვიმეონ შოთაძის მეორე შესახვევის N14 კორპუსში კი, დაახლოებით, 700 კვ.მეტრ ფართობზე შეიცვლება სახურავი და წყალსაწრეტი მილები. სამუშაოებისთვის 21 783 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
კახა ოქრიაშვილი - 2021 წელს 43%-იანი პლებისციტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ დასრულებულა
ახალი სერვისი არააქტიური მოპოვების ლიცენზიის მფლობელებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“