მეუფე ნიკოლოზი - თუ დეკანოზი მამალაძე ციხიდან გამოვა, ჩვენ, არავის არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, თუ დეკანოზი მამალაძე ციხიდან გამოვა, არავის არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, დეკანოზის პატიმრობის მიმართ აბსოლუტურად ჩამოყალიბებული, ცალსახა აზრი აქვს.

"მოგახსენეთ, რომ დეკანოზის პატიმრობის მიმართ აბსოლუტურად ჩამოყალიბებული, ცალსახა აზრი გვაქვს. ციხეში მისი ჯდომა ჩვენთვის სრულებით არ არის სასურველი არანაირი მოსაზრებით, არც ქრისტიანული არც მოქალაქეობრივი, თუ ეს ცალ-ცალკე შეიძლება ითქვას. თუ დეკანოზი მამალაძე ციხიდან გამოვა, ჩვენ არავის არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს. მე ადრეც პოზიტიური მოლოდინი მქონდა რომ გაათავისუფლებენ, შეიწყალებდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვერ ვერევით?! მე არ მესმის რა ლოგიკაა სამოქალაქო სასამართლოსი, მაგრამ მარტო დეკანოზის მიმართ არ მაქვს ეს გაუგებრობის განცდა. ბევრი სხვა პატიმრის მიმართ მაქვს, რომლებიც დღეს სასჯელს იხდიან. მათ მიმართაც მაქვს ბევრი გაუგებრობა და კითხვა",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ დეკანოზ მამალაძის მონახულებას არ აპირებს.

"მე რამდენჯერმე მოვინახულე ის და ჩემი ვალი მისი და ღვთის წინაშე მოხდილი მაქვს. მე არ ვგეგმავ მის მონახულებას გარკვეული მოსაზრებების გამო",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა