„ლელო საქართველოსთვის“  - ქალთა გაძლიერება და თანასწორობა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ქალთა გაძლიერება და თანასწორობა ლელოს პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,- ამის შესახებ პარტიაში „ლელო-საქართველოსთვის“ აცხადებენ.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ქალთა გაძლიერების და თანასწორობის მიმართულებით ,,ლელოს მოდელის’’ სრულყოფის და მასში ქალთა გამოცდილებების ასახვის მიზნით, უახლოესი თვეების განმავლობაში არაერთი შეხვედრაა დაგეგმილი.

„ქალთა გაძლიერება და თანასწორობა ლელოს პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძლიერი ქალი ძლიერი ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაპირობაა. ამ საკითხში ლელოს მოდელი ემყარება 4 ძირითად მიმართულებას: 1. ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და თავისუფლების ხელშეწყობა; 2. პოლიტიკისა და საჯარო საკითხების, მათ შორის კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, ქალთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობ; 3. ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე, მათ შორის მედიკამენტებზე, ქალთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; 4. ქალთა დაცვა ძალადობისა და შევიწროებისაგან. მოდელის სრულყოფის მიზნით ლელომ უკვე დაიწყო შეხვედრები ექსპერტებთან და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფთან.

7 მარტს "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები მეწარმე ქალებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს მეწარმე ქალების გამოცდილება IT, გადაზიდვის, ტურისტულ, დიზაინერულ, სამედიცინო და სხვა სფეროებში; გააანალიზეს ის ბარიერები, რასაც ისინი აწყდებიან და უმკლავდებიან საქართველოში, როგორც მეწარმე ქალები.

ქალთა გაძლიერების და თანასწორობის მიმართულებით ,,ლელოს მოდელის’’ სრულყოფის და მასში ქალთა გამოცდილებების სრულყოფილად ასახვის მიზნით, უახლოესი თვეების განმავლობაში დაგეგმილია კიდევ არაერთი შეხვედრა“,- ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა