რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კლინიკაში 26 პაციენტი იმყოფება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში, კარანტინში 26 პაციენტი იმყოფება.

გოფოძის ინფორმაციით, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ამ დროისთვის არის 26 პაციენტი და ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 2 პაციენტი, რომელსაც გუშინ სიცხე ჰქონდა, გადავიყვანეთ ინფექციურ საავადმყოფოში, ჩათვალეს, რომ სამკურნალოდ იქ ჯობია მათი ყოფნა და მათ მაგივრად სხვა ორი პაციენტი გადმოვიყვანეთ. ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურად მიდის“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 შემთხვევაა დადასტურებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა