მამუკა ხაზარაძე ქალებს - თქვენ ჩვენი ქვეყნის ძალა ხართ, ჩვენი ქვეყნის ქვაკუთხედი და სიმტკიცე

„ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ქალებს 8 მარტს ულოცავს.

ხაზარაძის განცხადებით, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ყველა ქალის ღირსეულ ცხოვრებასა და დაცვაზე.

„8 მარტს ვულოცავ ყველა ქალს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა იმ ქალს, რომელიც შვილებს ზრდის, ქალს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს, ქალს, რომელიც მეწარმეა, ქალს, რომელიც ემიგრაციაშია, ქალს, რომელიც მაღალმთიან სოფელში ებრძვის რთულ ყოველდღიურობას, ქალს, რომელიც სახელმწიფო სამსახურშია, ქალს, რომელსაც არც ისე ტკბილი სიბერე ერგო, ქალს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურის დესპანია მის ფარგლებს გარეთ...

თქვენ ჩვენი ქვეყნის ძალა ხართ, ჩვენი ქვეყნის ქვაკუთხედი და სიმტკიცე. თქვენი ადგილი ყველგანაა და თქვენს ღირსეულ ცხოვრებაზე, დასაქმებაზე, ძალადობისა და უსამართლობისგან დაცვაზე უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო, რათა შევძლოთ, ვიყოთ უფრო კარგი, უფრო ძლიერი, უფრო წარმატებული ქვეყანა. ჩვენ ერთად ავაშენებთ ასეთ საქართველოს. ერთად შევქმნით დაცული, ლაღი და ბედნიერი ადამიანებით დასახლებულ საქართველოს“ ,- განაცხადა მამუკა ხაზარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა