ქალთა მოძრაობამ პერფორმანსი - „ქალები ფემიციდის წინააღმდეგ!" გამართა

ფილარმონიის წინ ქალთა მოძრაობამ პერფორმანსი - " ქალები ფემიციდის წინააღმდეგ!" გამართა.

"საფარის" დირექტორის ბაია პატარაიას განცხადებით, "ეს იყო გამოსაფხიზლებელი პერფორმანსი, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რომ ფემიციდი არის სოციალური პრობლემა და ამაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს მედია, საზოგადოება და სახელმწიფო".

მისივე თქმით, ბოლო ორ თვეში მომხდარი ფემიციდის 8 შემთხვევა არის საგანგაშო და ხელისუფლებამ ამ საკითხთან მიმართებით ბევრი რამ უნდა გააკეთოს.

"იმისთვის, რომ დასრულდეს ქალების ჩაგვრა, მათი გაძლიერება უნდა მოხდეს პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სოციალურად. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ხელისუფლება არ მუშაობს, მარტო პოლიცია კი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს", - განაცხადა ბაია პატარაიამ.

პერფორმანს პარტია "სამართლიანობისთვის" დამფუძნებელი ეკა ბესელია შეურთდა.

მისი განცხადებით, ფემიციდი არის სრულიად საზოგადოების პრობლემა. მისი პრევენციისთვის კი საჭიროა ძლიერი სამოქალაქო, ზეპარტიული პროტესტი, რომელსაც მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილება არ უშველის.

"ბოლო პერიოდში ბევრი ძალადობის ფაქტი ვნახეთ ქალების მიმართ და თუ ამაზე თვალს დავხუჭავთ, ხელს შევუწყობთ პროვოცირებას. ამიტომ, ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ, ძლიერი საპროტესტო ტალღაა საჭირო" , - თქვა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო: "დამნაშავე ხარ შენ!" - ფილარმონიასთან ფემიციდის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა