რომის პაპმა ბიბლიოთეკიდან ვიდეოხიდის საშუალებით იქადაგა

იტალიაში კორონავირუსის გავრცელებამ რელიგიური ტრადიციებში ცვლილება შეიტანა. რომის პაპმა ფრანცისკემ საკვირაო ლოცვა არა ვატიკანის სამოციქულო სასახლის ფანჯრიდან, არამედ ბიბლიოთეკიდან ვიდეოხიდის მეშვეობით წაიკითხა.

პონტიფიკოსის ქადაგებას უჩვენებდნენ წმინდა პეტრეს მოედანზე განთავსებულ დიდ ეკრანებზე, სადაც მორწმუნეთა შემცირებული რაოდენობა იყო.

„ჩვენ ასე ვლოცულობთ სიფრთხილის გამო, როგორც ამას იტალიის ხელისუფლება გვირჩევს“, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ ქადაგების დაწყებამდე.

ის, რომ საკვირაო ქადაგება ვიდეოგზავნილის მეშვეობით გავიდოდა, ამის შესახებ წმინდა საყდრის პრესის სამსახურმა გუშინ განაცხადა.

იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჯუზეპე კონტემ გასულ ღამეს ხელი მოაწერა ახალ დეკრეტს კორონავირუსის გაუვრცელებლობის ზომების შესახებ 3 აპრილამდე პერიოდში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა