გრიგოლ ვაშაძე - ყველაფერი შეთანხმებულია - პოლიტპატიმრების საკითხი გადაწყდა, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად პრინციპული იყო

პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, შეთანხმება არსებობს, რომ უნდა გამოვიდნენ და ის საქმეები, რომელიც წარმოებულია პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, უნდა შეწყდეს ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, საარჩევნო სისტემა პროპორციულთან მაქსიმალურად იქნება მიახლოებული.

„შეხვედრა საბოლოოა. შემდეგ არაფერი აღარ ჩატარდება. ყველაფერი შეთანხმებულია. რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ვიბრძოლეთ და მივიღეთ უპირველეს ყოვლისა ის, რომ პოლტპატიმრების საკითხი გადაწყდა, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად პრინციპული იყო. აგრეთვე, პოლიტიკა, ისევე როგორც დიპლომატია, აღმოჩნდა, რომ არის შესაძლებლობების ხელოვნება, ამიტომ შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად მიახლოებულია პროპორციულ არჩევნებთან. ხოლო მესამე, მნიშვნელოვანი, რაც შეეხება ოლქებს, ისინი შედგება ისე, როგორც ვენეციის კომისიამ და კონსტიტუციურმა სასამართლომ გასწია ამაზე რეკომენდაცია. პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ყველა პოლიტიკური დევნისთვის, შეთითხნილი საქმეები გაჩერდება. გვარები არ არის ჩაწერილი, მაგრამ შეთანხმება არსებობს, ამის გარანტი არ არის არავინ, ამის გარანტი არიან ჩვენი ფასილიტატორები. შეთანხმება არსებობს, რომ უნდა გამოვიდნენ და ის საქმეები, რომელიც წარმოებულია პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, უნდა შეწყდეს. ტერმინებზე ნუ ვიდავებთ, ამას შეგიძლიათ დაარქვათ პოლიტპატიმები, შეგიძლიათ დაარქვათ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეები, შეგიძლიათ დაარქვათ, რაც გნებავთ, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. გვარები ჩამონათვალი ასჯერ მაქვს გაკეთებული, ყველაფერი იცით. ამის გარეშე შემდეგ ნაბიჯებს არ გადავდგამთ“,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს