კარლ ჰარცელი - ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, საქართველოსთვის, რომ სიტუაციის დეპოლარიზაცია მოხდა მომავალი არჩევნების კონტექსტში

ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის , - ასე აფასებს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას.

აღნიშნული განცხადება მან აშშ- ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"მას შემდეგ, რაც კითხვებს სვამდით მთელი ამ დროის განმავლობაში, ძალიან მსიამოვნებს აღვნიშნო, რომ წარმატებული შედეგი გვაქვს, მივაღწიეთ შეთანხმებას, ყველა მონაწილემ მიაღწია შეთანხმებას, რაც ასახულია ჩვენს განცხადებაში, რომელიც უკვე ჩვენს ვებ- საიტზე დევს. ეს არის შესაძლებლობა იმის, რომ ყველას მივულოცო ის, რომ შეთანხმება, კომპრომისი არის მიღწეული. ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, საქართველოსთვის, რომ მოხდა დეპოლარიზაცია ამ სიტუაციის მომავალი არჩევნების კონტექსტში,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

იხილეთ ვიდეო: ევროკავშირის ელჩმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება შეაფასა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა