ნინო ბურჯანაძე - მნიშვნელოვანი იყო პოზიტივი, რომელიც ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ გამოავლინა და ვფიქრობ, ეს მომავალი ნორმალიზების საფუძველი იქნება

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 120/30-ზე მოდელი არის მაქსიმალური და უპრეცედენტო შედეგი, რისი მიღწევაც ამ ვითარებაში შეიძლებოდა.

ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციის კონსტრუქციული პოზიციის გარდა, მნიშვნელოვანია ის პოზიტივი, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში გამოავლინა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შეთანხმება შედგა 120/30-ზე. მე ვთვლი, რომ ეს არის მართლაც მაქსიმუმი კომპრომისი რისი მიღწევაც ამ ვითარებაში შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ისე კარგი, როგორიც იყო სრულად პროპორციული სისტემა, მაგრამ გაცილებით უკეთესია სხვა დანარჩენ შემოთავაზებულ მოდელებზე. ამიტომ, არამხოლოდ ოპოზიციას ვუწონებ, თითოეულ ჩვენგანს ძალიან კონსტრუქციულ პოზიციას, არამედ, ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანი იყო პოზიტივი, რომელიც ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ გამოავლინა და ვფიქრობ, ეს მომავალი ნორმალიზების საფუძველი იქნება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ასევე საარჩევნო ბარიერზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 3%-იანი ბარიერი შეიცალა 1%-იანით, რაც პროპორციული არჩევნების დაპირების დროს იყო გაჟღერებული.

ასევე შეიცვალა ბარიერი, 3%-იანი ბარიერი ისევ 1%-ზე დავიდა, როგორც ეს იყო პროპორციული არჩევნების მოთხოვნის და დაპირების პერიოდში. 40%-იანი ჩამკეტი რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც გულისხმობს იმას, რომ თუ რომელიმე პარტია ვერ მიიღებს, ანუ პირველ ადგილზე გასული პარტია თუ ვერ მიიღებს 40%-იან მხარდაჭერას პროპორციულ არჩევნებში ის ვერ შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

დიალოგში მონაწილე ფასილიტატორმა ელჩებმა შეთანხმების თაობაზე განცხადება გაავრცელეს. როგორც ფასილიტატორი დიპლომატების განცხადებაშია ნათქვამი, დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ასევე ოპოზიციისა ხელისუფლებას შორის გაფორმებულ მემორანდუმში წერია: "ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო