ირმა ინაშვილი - მეორე მემორანდუმი ეხებოდა ჩემთვის ე.წ. პოლიტიკური პატიმრების თემას და ცხადია, მას ხელი არ მოვაწერე     ​

მეორე მემორანდუმი ეხებოდა ჩემთვის ე.წ. პოლიტიკური პატიმრების თემას და ცხადია, მე მას ხელი არ მოვაწერე, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციასთან, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კარგია, რომ კონსენსუსი შედგა და მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია მხარს უჭერს სამ პროცენტიან ბარიერს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დღეს, მისი მხრიდან ერთ პროცენტიანი ბარიერის მხარდაჭერა მოხდა.

„კარგია, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შედგა შეთანხმება და კონსენსუსი, მართალია ჩვენი პოლიტიკური პარტია 3%-იან ბარიერს უჭერდა მხარს და დღესაც უჭერს, მაგრამ ჩვენ გამოვედით ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებიდან და არ დავაბრკოლეთ, ხელი არ შევუშალეთ დღევანდელ კონსენსუსს, ამიტომ შევუერთდი ამ მემორანდუმს და მოვაწერეთ ხელი, რომელიც ითვალისწინებს 120/30-ზე, ერთ პროცენტიან ბარიერს, თავისი ჩამკეტი მექანიზმებით. წავა შემდგომ უკვე მუშაობა ოლქების ტექნიკურ განაწილებაზე, ეს ტექნიკური საკითხებია, ბლოკები რჩება და იქ ბარიერი 5% იქნება. ეს არის რაზეც ჩვენ შევთანხმდით.

დღეს წარმოდგენილი იყო ორი ტიპის მემორანდუმი. ერთი ეხებოდა როგორც გითხარით საარჩევნო სისტემას და საერთო კონსენსუსისთვის რომ ხელი არ შეგვეშალა, ჩვენ მას შევუერთდით და მეორე ეს ეხებოდა ჩემთვის ე.წ. პოლიტიკური პატიმრების თემას და ცხადია, მე მას ხელი არ მოვაწერე“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს