არჩილ თალაკვაძე - ჩვენი წინადადება და სურვილი არის, რომ ეს ფორმატი, ეს ატმოსფერო, რამაც ხელი შეუწყო შეთანხმებას შენარჩუნდეს მომავალშიც​

ჩვენი წინადადება არის, რომ ეს ფორმატი, რამაც ხელი შეუწყო შეთანხმებას, მომავალშიც შენარჩუნდეს ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის საელჩოსთან, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი პლატფორმის დაფუძნება შესაძლებელი იქნება.

„შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საარჩევნო მთავარ საკითხებზე ეს იყო ბოლო შეხვედრა ამ ფორმატში, თუმცა, ჩვენი როგორც ხელისუფლების სურვილია, რომ ეს ფორმატი შენარჩუნდეს, ვინაიდან, აშკარად გამოჩნდა, რომ საქართველოს პოლიტიკა გადადის ახალ ეტაპზე, სადაც პარტიები მეტს საუბრობენ ერთმანეთში, სადაც პარტიები პოულობენ კომპრომისულ გადაწყვეტილებებს, მომავალშიც, ჩვენი ქვეყანა არის რთულ რეგიონში, ჩვენ წინ გვაქვს ნატო-ს წევრობა, ჩვენი ახალი გეგმები ევროკავშირთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს არჩევნები, მთავრობა არის ჩამოსაყალიბებელი, შესაბამისად, ჩვენი წინადადება და სურვილი არის, რომ ეს ფორმატი, ეს ატმოსფერო, რამაც ხელი შეუწყო შეთანხმებას შენარჩუნდეს მომავალშიც და ვფიქრობ, მოიძებნება კონსტიტუციით ადგილი, სადაც ყველაზე ბუნებრივი შეიძლება იყოს ამ პლატფორმის დაფუძნება,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო