„ევექსი ჰოსპიტლები“ განცხადებას ავრცელებს

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხშირად ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რასაც საზოგადოება შეცდომაში შეყავს,- ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ევექსი ჰოსპიტლები“ ავრცელებს.

„ჩვენს სათაო ოფისის შენობაში, სადაც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის რამდენიმე კომპანია: ევექსი ჰოსპიტლები, ევექსი კლინიკები და გეფაა განთავსებული, 5 მარტს გეფას ერთ თანამშრომელში დაფიქსირდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა. აღნიშნული პირი პირადი ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, მან გაიარა პროტოკოლით გაწერილი პროცედურა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და შემოწმების მომენტში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნა. საქართველოში დაბრუნების მეორე დღეს, 2 მარტს, აღნიშნული პიროვნება გამოცხადდა სამსახურში და თანამშრომლების გარკვეულ წრესთან (15 ადამიანი) ჩაატარა საქმიანი შეხვედრები, იმ დროისთვის მას ვირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნებოდა. დაინფიცირებული პირი ოფისში იმყოფებოდა მხოლოდ 2 მარტს. 3 მარტიდან კი, მას შემდეგ, რაც მის მეგობარს, რომელთანაც იტალიაში იმყოფებოდა, ტემპერატურის მატება აღენიშნა, ის ოფისში აღარ მოსულა.

მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია, იმყოფება თვითიზოლაციაში და არის დაავადებათა კონტროლის ცენტის დაკვირვების ქვეშ. ევექსი ჰოსპიტლებიდან აღნიშნულ პიროვნებასთან კონტაქტი ჰქონდა მხოლოდ 2 პირს, რომლებიც ასევე დაუყოვნებლივ მოექცნენ თვითიზოლაციაში. არცერთ მათგანში, ამ ეტაპისთვის, ვირუსი გამოვლენილი არ არის, რასაც ევექსი ჰოსპიტლების თანამშრომლებში ვირუსით დაინფიცირების რისკი ფაქტობრივად 0-მდე დაყავს.

ამ შემთხვევის შემდეგ ერთადერთი დაინფიცირებული პირი, რომელიც ევექსი ჰოსპიტლების სახელთანაა კავშირში, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორი და ევექსი ჰოსპიტლების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გამყრელიძეა, რომელმაც საკუთარი სტატუსი გუშინ თავადვე საჯარო გახადა. ასევე, იდენტიფიცირებულია ნიკოლოზ გამყრელიძესთან შემხებლობაში მყოფი ყველა კონტაქტი და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან“,-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პირები, რომლენიც აქტიურად აშუქებენ კორონავირუთან დაკავშირებულ მოვლენებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ ყველა იმ დაინტერესებულ პირს, რომელიც აქტიურად აშუქებდა კორონავირუსთან დაკავშირებულ მოვლენებს და ვთხოვოთ, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ევექსი ჰოსპიტლების არცერთი თანამშრომელი ინფიცირებული არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის კუთვნილი სამედიცინო დაწესებულებები ევექსი ჰოსპიტლების სახელის ქვეშ ოპერირებენ, მოსახლეობას ექმნება მცდარი ინტერპრეტაცია, თითქოს ვირუსი სამკურნალო დაწესებულებებშია გავრცელებული, რაც მღელვარების საფუძველს ქმნის.

დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება ნეგატიურად მოქმედებს როგორც საზოგადოებაზე, ასევე - კომპანიებში დასაქმებულ თანამშრომლებზე“,-ნათქვამია განცხადებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა