ავსტრიაში ზვავის ჩამოწოლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ავსტრიაში, დახშტაინის მთიან მასივში ზვავის ჩამოწოლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

სამთო სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელობის განცხადებით, შემთხვევა დილით, ადგილობრივი დროით 9:30 საათზე მოხდა. პოლიციის წინასწარი მონაცემებით, ორი გარდაცვლილი ჩეხეთის მოქალაქეები არიან. მათი ცხედრები ჰალშტატში გადაასვენეს.

ზვავში მოყოლილების ამოსაყვანად სამთო მაშველები, ალპების პოლიცია და რამდენიმე ვერტმფრენია ჩართული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს