არჩილ თალაკვაძე - 2020 წლიდან 2024 წლამდე თუ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება საჭირო, ის 2020 წლისთვის შეთანხმებული წესით ჩატარდება

2020 წლიდან 2024 წლამდე თუ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება საჭირო, ის 2020 წლისთვის შეთანხმებული წესით ჩატარდება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან, აშშ-ის საელჩოსთან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით „ვადამდელი არჩევნების საკითხი ჩაკეტილია.“

„გახსოვთ, ალბათ, ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი შეიძლება იყოს გამოყენებული ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მიერ იმისათვის, რომ მოხდეს 2020 წლის შემოდგომის არჩევნების რამენაირად დისკრედიტაცია. ამიტომ დღეს ამაზეც შედგა შეთანხმება, რომ თუ 2020 -დან 2024 წლის ფარგლებში დარჩა და გახდა საჭირო რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, მაშინ ის ჩატარდება იგივე წესით, რომლითაც 2020 წელს. შესაბამისად, დესტაბილიზაციის ფაქტორი ჩაკეტილი და გამორიცხულია “ , - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

დიალოგში მონაწილე ფასილიტატორმა ელჩებმა შეთანხმების თაობაზე განცხადება გაავრცელეს. როგორც ფასილიტატორი დიპლომატების განცხადებაშია ნათქვამი, დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ასევე ოპოზიციისა ხელისუფლებას შორის გაფორმებულ მემორანდუმში წერია: "ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული".

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება