არჩილ თალაკვაძე - ყველა შევთანხმდით პრინციპზე, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს და ვერ იქნება პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ვერ დაელოდება პოლიტიკურ კალენდარს

მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე გამოვთქვამ იმედს, რომ საარჩევნო წელს არ მოხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელმაც შეიძლება კვლავ შეკითხვები და მომავალი ახალი განხილვები წარმოშვას ამ პროცესში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მედიას განუცხადა.

მისივე თქმით, პრინციპზე, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი, შეთანხმება მიღწეულია.

„დღეს ამ მოლაპარაკებებით ჩვენ ყველა შევთანხმდით პრინციპზე, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს და ვერ იქნება პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ვერ დაელოდება პოლიტიკურ კალენდარს, ვერ მოხდება მისი გამოყენება რომელიმე მხარის მიერ პოლიტიკური მოტივებისთვის. ამიტომ ჩვენ ეს დავაფიქსირეთ შესაბამის განცხადებაში და მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე გამოვთქვამ იმედს, რომ საარჩევნო წელს არ მოხდება რაიმე ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელმაც შეიძლება კვლავ შეკითხვები და მომავალი ახალი განხილვები წარმოშვას ამ პროცესში. რა თქმა, უნდა მართლმსაჯულება არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და პოლიტიკოსები მასზე ვერანაირ პირდაპირ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა