ვლადიმერ პუტინი - იმისთვის, რომ ხელისუფლების ცვლილება იყოს გარანტირებული, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, უკეთესი იქნება, თუკი პრეზიდენტად რამდენიმე ვადით არჩევა შეზღუდული იქნება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აზრით, ისეთი ქვეყნისთვის როგორიც რუსეთია, ხელისუფლების ცვლილება მნიშვნელოვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტად ერთი და იგივე პიროვნების რამდენჯერმე არჩევის შესაძლებლობა შეზღუდული უნდა იყოს.

როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება, ამის შესახებ მან ერთ-ერთი ფილმისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომლის ფრაგმენტი ტელეკომპანია „რასიაზე“ უჩვენეს.

„ბევრ ქვეყანაში, არ არსებობს არანაირი შეზღუდვა, თუ რამდენი ვადით შეიძლება იქნას პრეზიდენტი არჩეული. ისტორიული თვალსაზრისით, დასავლეთში, იგივე აშშ-ში, შეუზღუდავად შეიძლებოდა არჩევა. ეს სულ ცოტა ხნის წინ გაუქმდა, რუზველტი ოთხჯერ აირჩიეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩემი თვალსაზრისით, იმისთვის, რომ ხელისუფლების ცვლილება იყოს გარანტირებული და ეს კი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, უკეთესი იქნება, თუკი პრეზიდენტად რამდენიმე ვადით არჩევა შეზღუდული იქნება“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან ის მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი „აბსოლუტურად მიუღებელია“.

პუტინის მოსაზრებით, ძალის ორი ცენტრის შექმნა რუსეთის სამომავლო პერსპექტივისთვის „სრულიად დამღუპველია“. რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს განზრახული შექმნას ქვეყნისთვის მიუღებელი სახელისუფლებო სისტემა, იმისთვის, რომ პოსტი შეინარჩუნოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო