ადამ კინზინგერი - გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს 2020 წლის არჩევნების საკითხზე შეთანხმების მიღწევას - დემოკრატია დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ ის ამად ღირს

კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხებზე მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და აღნიშნულს ქართველ ხალხს ულოცავს.

როგორც კინზინგერი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს, დემოკრატია დიდ შრომას მოითხოვს.

"გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხზე შეთანხმების მიღწევას. დემოკრატია დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ ის ამად ღირს. სპიკერი თალაკვაძე და ბევრი სხვა ამ საქმიანობის გამო მადლიერებას იმსახურებს. უფრო ვრცელი განცხადება მოგვიანებით იქნება",-წერს "ტვიტერზე" კინზინგერი.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო