მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს 11 მარტს წარედგინება

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს ოთხშაბათს წარედგინება.

მამუკა მდინარაძემ ასევე ისაუბრა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეთანხმების მნიშვნელობაზე და მონაწილე დიპლომატებს მადლობა გადაუხადა.

„ჩემი აზრით, შეთანხმება საარჩევნო პროცესზე არის ქართული დემოკრატიის გამარჯვება, რაშიც „ქართულ ოცნებას“ დიდი წვლილი აქვს შეტანილი და ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ შეთანხმება შემდგარიყო“,-განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, სარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ 47-48 პროცენტიანმა პარტიებმაც დააკომპლექტონ მყარი უმრავლესობა.

„ვფიქრობ, რომ საარჩევნო სისტემა, რომელზეც შევჯერდით უზრუნველყოფს იმას, რომ არამხოლოდ 50 პროცენტიან რეიტინგზე მეტი პარტიის მქონემ, არამედ 47-48 პროცენტიანი რეიტინგის მქონე პარტიამ თავისუფლად დააკომპლექტოს მყარი უმრავლესობა“,-განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებას აქვს მისალოცად საქმე, სპეკულაციის საშუალება შეთანხმებით ერთმევათ ადამიანებს, ვინც დღის წესრიგს აგებდა სპეკულაციაზე.

„ჩვენ ბოლო ვადად გვაქვს გამოცხადებული 9 რიცხვი, იქიდან გამომდინარე, რომ შეთანხმება უნდა მოგვესწრო, რათა ეს შეთანხმება შემდეგ შესაბამის ინიციატივაში ასახულიყო და ოთხშაბათამდე უნდა დარეგისტრირდეს. ანუ ჩვენ გვაქვს ორი დღე- ორშაბათი და სამშაბათი, რომ ოთხშაბათის ბიუროზე უკვე გავიდეს და ამის შემდეგ წავიდეს შესაბამისი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ შეთანხმების ასახვას ცვლილებების შესაბამის ინიციატივაში, ცვლილებისა, რომელიც საბოლოო ჯამში საყოველთაო სახალხო განხილვებზე გავა, ყველა პროცედურას გაივლის და უკვე სამი კენჭისყრის შედეგად გვექნება კონსტიტუციის გარდამავალი დებულების ახალი ნორმა, რომელიც ამ შეთანხმების პირობებს უზრუნველყოფს“, -აცხადებს მდინარაძე.

მისივე თქმით, აღნიშნულზე მსჯელობა ორშაბათის ბიუროზე არ მოხდება.

„ორშაბათის ბიუროზე ამაზე მსჯელობა არ იქნება, იმიტომ რომ ჯერ უნდა მოხდეს ინიცირება და ამის შემდეგ უნდა გავიდეს ოთხშაბათის ბიუროზე, რომ ეს შეთანხმება აისახოს შესაბამის ინიციატივაში. იქ არის კონკრეტული პატარპატარა დეტალები, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს იყო ნამდვილად ქართული დემოკრატიის გამარჯვება, ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი „ქართულ ოცნებას“ და რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მათ დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ შეთანხმების მოდერაციისთვის. ნახეთ, მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა შეთანხმება შემდგარიყო“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

დიალოგში მონაწილე ფასილიტატორმა ელჩებმა შეთანხმების თაობაზე განცხადება გაავრცელეს. როგორც ფასილიტატორი დიპლომატების განცხადებაშია ნათქვამი, დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე