თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, შედარებით დამძიმდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა და სავარაუდოდ, მასაც ორმხრივი პნევმონია აქვს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტიდან 2 ადამიანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენი 10 პაციენტიდან ერთის კლინიკური ნიშნები, აბსოლუტურად უსიმპტომოა და ცხრას კი მინიმალური სიმპტომები, ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი მსუბუქი ხველა აღენიშნება.

მისივე თქმით, ამჟამად ლაბორატორიიდან 17 პირის პასუხს ელოდებიან.

„42 პაციენტი წევს ამჟამად კლინიკაში, მათგან 17-ზე აღებულია მასალა გამოსაკვლევად. ჯერ არც ერთის პასუხი არ ყოფილა, შესაბამისად არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ისევ გვყავს ინფიცირებული 12 პაციენტი, მათგან ერთის მდგომარეობა რჩება შედარებით მძიმე და უტარდება ყველა სამკურნალო ღონისძიებები. მას ჯერ არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპიის ღონისძიებები და ჟანგბადის თერაპია, თუმცა შესაძლოა, დასჭირდეს და ამისათვის მზად ვართ. კიდევ ერთი პაციენტი შედარებით დამძიმდა ტემპერატურამ აიწია 38-მდე და სავარაუდოდ მასაც აქვს ორმხრივი პნევმონია. 12 დან 2 ადამიანი არის შედარებით მძიმე დანარჩენი 10 პაციენტიდან 1 აბსოლუტურად უსიმპტომოა და 9 - ს აქვს მინიმალური სიმპტომები ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, მსუბუქი ხველა და ა.შ.“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 13 შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსით ინფიცირებული 12 პირი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა