ანრი ოხანაშვილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში ინიცირების პროცედურებს განმარტავს

საქართველოს პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოახანაშვილმა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის, პარლამენტში ინიცირების პროცედურები განმარტა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, პროექტი ცხრა მარტამდე უნდა დაინიცირდეს.

ოხანაშვილის თქმით, პლენარულ სესიაზე კი უკვე საკონსტიტუციო კომისია უნდა დამტკიცდეს.

„მიმდინარე კვირას ჩვენ დავიწყებთ კანონპროექტის დაინიცირებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს, რომელიც უკავშირდება საკონსტიტუციო ცვლილებას. პროექტი ოთხშაბათამდე უნდა დაინიცირდეს, ამის შემდგომ მომდევნო ბიუროზე უნდა მოხვდეს, თუმცა ვიდრე ეს პროცედურები კანონპროექტის სახით დაიწყება აუცილებელია, რომ პლენარულ სხდომაზე მოხდეს საყოველთაო სახალხო განხილვა, საკონსტიტუციო კომისიის შექმნა და ეს არის ნომერ პირველი პროცედურა, რომელიც უნდა გაიაროს. შესაბამისად, ჩვენ პლენარულ სხდომაზე უნდა დავამტკიცოთ საკონსტიტუციო კომისია, უნდა დაზუსტდეს განხილვებთან დაკავშირებული საკითხები და ამის შემდგომ ბიუროზე დარეგისტრირებული კანონპროექტი დაეწერება შესაბამის კომიტეტს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მან მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმების მნიშნველობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეთანხებული საარჩევნო მოდელი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

„ძალიან მნიშვენლოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იქნა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის სწორედ ჩვენი, მმართველი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი დამსახურება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, როდესაც ჩვენ ისეთ მოდელზე შევთანხმდით, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებისა მთელ რიგ პარტიებთან მთავარია, რომ ასეთი შეთანხმება შედგა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა