ანრი ოხანაშვილი - გამორიცხულია, არ ყოფილა არანაირი შეთანხმება, რომ ვინმე პოლიტპატიმარია ან ვინმეს გამოშვება უნდა მოხდეს

გამორიცხულია და არ ყოფილა არანაირი შეთანხმება, რომ ვინმე არის პოლიტპატიმარი ან ვინმეს გამოშვება უნდა მოხდეს , - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მართლმსაჯულების მემორანდუმში მიღწეულ შეთანხმების დეტალებზე საუბრისას განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ყველა პროცედურა, რომელიც გათვალისწინებულია მართლმსაჯულების სფეროში სასამართლო სისტემის კომპეტენციაა, რომელშიც ისინი ვერ ჩაერევიან.

„არანაირი შეთანხმება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის წმინდა სამართლებრივი და ეხება მართლმსაჯულების შეუფერხებელ განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა. ჩვენ ვერ გადმოვიტანთ მართლმსაჯულებას პოლიტკაში და დაუშვებელია პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულების სფეროში. ბატონმა უგულავამ, როდესაც ჰქონდა შესაძლებლობა გაესაჩივრებინა განაჩენი, თვითონ არ გაასაჩივრა თავის დროზე, შესაბამისად ის დაეთანხმა მის დამნაშავედ ცნობას. ამიტომ, გამორიცხულია და არ ყოფილა არანაირი შეთანხმება, რომ ვინმე არის პოლიტპატიმარი ან ვინმეს გამოშვება უნდა მოხდეს.

ყველა პროცედურა, რომელიც არის გათვალისწინებული მართლმსაჯულების სფეროში ეს არის სასამართლო სისტემის კომპეტენცია ჩვენ იმ სფეროში ვერ და არ შევალთ და ამასთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. ასევე, ამერიკის საელჩოს გავრცელებული განცხადება არის ოფიციალური განცხადება და თქვენ ვერსად ვერ ნახავთ ამ ტიპის შეთანხმებას. ასეთი რამ არავის არ უთქვამს, გარდა იმ ცრუ ინფორმაციისა, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს რომ გაავრცელოს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა