თამარ ჩუგოშვილი საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით შეთანხმებაზე - ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი შედეგია

2020 წლის არჩევნებისთვის სამართლიან სასამართლოს რომ უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ექნება, რა თქმა უნდა, ეს პრინციპი ყველასთვის მისაღებია , - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა მედიას განუცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო მოდელზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი შედეგია. მადლობა მინდა გადავუხადო, პირველ რიგში ელჩებს, რომლებმაც ძალიან დიდი როლი შეასრულეს ამ ყველაფერში.

პრინციპი, რომ ყოველთვის და წელს განსაკუთრებით და 2020 წლის არჩევნებისთვის სამართლიან სასამართლოს რომ უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ექნება, რა თქმა უნდა, ეს პრინციპი ყველასთვის მისაღებია“,-განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

დიალოგში მონაწილე ფასილიტატორმა ელჩებმა შეთანხმების თაობაზე განცხადება გაავრცელეს. როგორც ფასილიტატორი დიპლომატების განცხადებაშია ნათქვამი, დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა