დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენი მიზანი მიღწეულია, მაჟორიტარული შემადგენელი შეთანხმებულია და გამარჯვებული გუნდი დააკომპლექტებს მყარ მთავრობას

ჩვენი მიზანი მიღწეულია, ქვეყანა ამ საარჩევნო მოდელით არ შევა კრიზისში, მაჟორიტარული შემადგენელი შეთანხმებულია და გამარჯვებული გუნდი დააკომპლექტებს მყარ მთავრობას, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიას განუცხადა, რითაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.

ხუნდაძის თქმით, მისი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ „დესტრუქციულ ოპოზიციას მიეტოვებინა ქუჩა“ .

ჩვენი მიზანი მიღწეულია, ქვეყანა ამ საარჩევნო მოდელით არ შევა კრიზისში, მაჟორიტარული შემადგენელი შეთანხმებულია და გამარჯვებული გუნდი დააკომპლექტებს მყარ მთავრობას. ასევე მნიშველოვანია, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში შემდგომი არჩევნები ჩატარდება ისევ მაჟორიტარული შემადგენელით და არა პროპორციულით. ეს იყო ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას მიეტოვებინა ქუჩა და მას არ ჰქონოდა საფუძველი ქუჩაში ყოფნის. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ პრობლემა არ ჰქონოდა ქვეყანას, მას პრობლემა არ ექნება ამ საარჩევნო სისტემით და დანარჩენი დამოკიდებულია საარჩევნო პროცესზე - პარტიებმა მიატოვონ ქუჩა და მოემზადონ არჩევნებისათვის“,-განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა