თამარ ჩუგოშვილი - უმრავლესობას მოუწია სერიოზული უკანდახევა და ცვლილებების განხორციელება, ცვლილებები ლამის ჰგავს პროპორციულზე გადასვლას

უმრავლესობას მოუწია სერიოზული უკანდახევა და ცვლილებების განხორციელება, ეს ცვლილებები ლამის გავს პროპორციულზე გადასვლას,-ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ამით ჩუგოშვილი გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთახმებას.

ჩუგოშვილის თქმით, ყველა პარტიამ რაღაც დათმო და არავის მიუღია სრულად ის, რაც უნდოდა და კომპრომისიც სწორედ ამას გულისხმობს.

„ოთხშაბათიდან იწყება საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, ეს ყველაფერი უნდა გაფორმდეს კონსტიტუციაში ცვლილებებით დაახლოებით 3 თვიანი საკანონმდებლო პროცესი გველოდება. ერთი თვე იქნება საერთო სახალხო განხილვები და 2 თვე საპარლამენტო განხილვები ივნისის ბოლომდე სრულდება საშემოდგომა სესია და ამ დროისთვის უნდა დასრულდეს საკონოსტიტიციო ცვლილებების შეტანა. ასევე მოგვიწევს, რომ დაჩქარებული წესით ცვლილებები შევიტანოთ ამაზე დაყრდნობით საარჩევნო კოდექსშიც. ამით სამართლებრივი ბაზა შექმნილი იქნება და ამ ცვლილებების დასრულების შემდოგმ ზუსტად გვეცოდინება, რომ კანონმდებლობაში გარანტირებულია ის შეთანხმება, რასაც ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ.

ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც უმრავლესობამ მიიღო უკიდურესად არასწორი და არარაციონალური გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემაზე ცვლილებების ჩაგდების, დღეს ამაში დავრწმუნდით. უმრავლესობას მოუწია სერიოზული უკანდახევა და ცვლილებების განხორციელება, ეს ცვლილებები ლამის გავს პროპორციულზე გადასვლას. ამას გარდა მიიღო ძალიან დიდი იურიდიული ზიანი პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საბოლოო ჯამში, საარჩევნო სისტემის ცვლიელბები მაინც გასატარებელი გახდა. ამიტომ, პოლიტიკურად ყველას მხრიდან სწორი იყო ამ შეთანხმებისთვის დათმობებზე წასვლა. ყველა პარტიამ რაღაც დათმო, არავის მიუღია სრულად ის, რაც უნდოდა და კომპრომისიც ამას გულისხმობს. ეს შეთანხმება ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა იმისთვის, რომ ნორმალური საარჩევნო წელი გვქონოდა და ამ შეთანხმების გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა ლეგიტიმური არჩევნების ჩატარება ქვეყანაში“,-განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნო ბლოკებზე დღეს მიღებულ შეთანხმებაში ჩანაწერი არ არის. მისივე განცხადებით, მაშინ, როცა ბარიერი ერთ პროცენტიანია,საარჩევნო ბლოკები აზრს კარგავს.

„საარჩევნო ბლოკებზე ამ შეთანხმებაში ჩანაწერი არ არის, ასე განყენებულად მთელი ამ თვეების განმავლობაში ბლოკების თემა არ დამდგარა. ჩემი აზრით ეს აქტუალური აღარ არის იმიტომ, რომ როდესაც 1% ია მხოლოდ ბარიერი ბლოკები აზრს კარგავს. ბლოკი რელევანტურია მაშინ როდესაც მაღალი ბარიერია, მაგალითად 5% უნდა გადალახონ და ამ დროს ბლოკი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. 1%- იან ბარიერში ბლოკი აღარ არის იმდენად მნიშვენლოვანი, თუმცა სამომავლოდ ამაზე იქნება უფრო მეტად საუბარი, ვინაიდან, დღევანდელი შეთანხმებისთვის ეს თემა რელევანტური არ ყოფილა. ძალიან მარტივია 1% - იანი ბარიერის პირობებში თუნდაც ცალ-ცალკე იყარონ კენჭი და შემდეგ პარლამენტში შესვლისას დაპარტნიორდნენ“,-განაცხადა ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო