ეგვიპტემ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაადასტურა, დაღუპული გერმანიის მოქალაქეა

კვირას ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრომ კოროვირუსით გერმანიის მოქალაქის გარდაცვალების შესახებ განაცხადა. CNN-ი წერს, რომ ეს ეგვიპტეში კოროვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა თავის განცხადებაში თქვა, რომ გერმანიის მოქალაქე 60 წლის იყო და მიემგზავრებოდა ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ჰურგდადას სანაპიროზე.

"ჰურგდადაში ჩასვლისთანავე მას მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა და საავადმყოფოში სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს 6 მარტს",-ნათქვამია ინფორმაციაში.

მისივე ინფორმაციით, გერმანიის მოქალაქეს, სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა კვირას კი გარდაიცვალა.

მინისტრმა დასძინა, რომ გერმანიის მოქალაქე შვიდი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ეგვიპტეში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა