ევროპარლამენტარი - საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ პოლიტიკური სიმწიფე აჩვენა და საკუთარი ქვეყანა ერთი ნაბიჯით დაახლოვა ჭეშმარიტ დემოკრატიასთან

საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება.

როგორც კრამონი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს, ქვეყნის მთავრობამ და ოპოზიციამ პოლიტიკური სიმწიფე აჩვენა.

"ვულოცავ ქართველ ხალხს საარჩევნო მოლაპარაკებებში მიღწევას. საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ პოლიტიკური სიმწიფე აჩვენა და საკუთარი ქვეყანა ერთი ნაბიჯი დაუახლოვა ჭეშმარიტ დემოკრატიასთან", - წერს კრამონი.

ცნობისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

დიალოგში მონაწილე ფასილიტატორმა ელჩებმა შეთანხმების თაობაზე განცხადებაც გაავრცელეს. როგორც ფასილიტატორი დიპლომატების განცხადებაშია ნათქვამი, დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა