ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა

ისრაელში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი იზრდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ისრაელის მიერ კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევები ხუთშაბათს საღამოდან დღემდე 10-ით გაიზარდა და ჯამში 39-ს მიაღწია.

მათივე ინფორმაციით, ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევა საზღვარგარეთიდან ჩასულ მოქალაქეებზე მოდის. მათგან ერთი იტალიიდან, ერთი ესპანეთიდან და ერთი ბელგიიდან, ორი კი ქვეყანაში ავსტრიიდან შევიდა.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დანარჩენი ხუთი შემთხვევის გავრცელება ისრაელში კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტიდან მოხდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს