ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებში ამ დროისთვის 23 პაციენტია მოთავსებული, მათგან 3 წუხელ შეიყვანეს

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებში ამ დროისთვის 23 პაციენტია მოთავსებული, მათგან 3 წუხელ შეიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, 23 პაციენტს შორის არიან ის ადამიანები, რომელთაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

მათივე განმარტებით, იმ პაციენტებიდან, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმე რჩება, კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა კი სხვებთან შედარებით ოდნავ დამძიმდა, ვინაიდან მას ტემპერატურა უფიქსირდება.

„დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია“, - აცხადებენ კლინიკაში.

როგორც საავადმყოფოში განმარტავენ, კლინიკაში მოთავსებული 23 პაციენტიდან დღეს 8 ადამიანის ანალიზის პასუხები გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 15 შემთხვევა ფიქსირდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა