თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით, მოსახლეობას მიმართავს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით მოსახლეობას მიმართავს. როგორც ეზუგბაია აცხადებს, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც უყვარს საკუთარი ქვეყანა, მოსახლეობა, ოჯახის წევრები, მეგობრები, როდესაც საქართველოში მაღალი რისკის ქვეყნებიდან(ირანი, ჩინეთი, იტალია, სამხრეთ კორეა) ჩამოვა, ვალდებულია ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩეს, დააკვირდეს საკუთარ ზოგად მდგომარეობას.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პირველი ნიშანი, რომელიც ახალი კორონავირუსის დაავადების გამოვლენას მიუთითებს, ეს არის ტემპერატურის მატება ან ნებისმიერი სხვა კლინიკური ნიშანი.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს ან ინფექციური საავადმყოფოს ცენტრს, ან ნებისმიერ საავადმყოფოს, სადაც მათი მდგომარეობის შეფასება შესაძლებელია.

ეზუგბაია აცხადებს, რომ ქვეყანაში შემოსულმა ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და გაითვალისწინოს თვითიზოლაციის რეკომენდაციები, რადგან ეს არის ძირითადი საფუძველი, რომელიც შემოტანილი შემთხვევების გავრცელების პრევენციას მოახდენს. მარინა ეზუგბაიას თქმით, ადგილზე ასეთი ადამიანების მოკვლევა უფრო ადვილია, მათი კონტაქტები ნაკლებია და ასევე დაავადების გავრცელების შესაძლებლობაც ნაკლებია.

„ირანი, ჩინეთი, იტალია, კორეა - ყველა პირი, რომელიც ამ ქვეყნებში მოგზაურობდა ტურისტულად, ან საქმიანი ვიზიტი ჰქონდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც საქართველოში ჩამოდის ის ვალდებულია ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყოს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, რა დროისთვისაა შესაძლებელი, რომ ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა გამოჯანმრთელების პირველი შემთხვევა მივიღოთ, პროგნოზირება რთულია.

„არ ვიცი, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. პირველ ტესტზე პასუხი უნდა იყოს უარყოფითი. განმეორებით, 24 საათში კი მეორე ტესტის პასუხიც უარყოფითი უნდა იყოს. ალბათ, კვლევა ცენტში მოთავსების მე-14 დღიდან უნდა დავიწყოთ, მაგრამ როდის იქნება ნეგატიური პასუხი ამის პროგნოზირება შეუძლებელია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა