ჰამბურგში ათასობით ადამიანმა მიგრანტების ქვეყანაში დაშვების მოთხოვნით, აქცია გამართა

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ათასობით ადამიანმა აქცია გამართა. შეკრებილები ითხოვენ, რომ მთავრობამ ქვეყანაში ლტოლვილები მიიღოს.

აქციის ორგანიზატორი ორგანიზაცია „Seebrücke“ -ია (ზღვის ხიდი). მათი თქმით, ევროპის ქმედებები სამარცხვინოა. „ჰამბურგს აქვს საკმარისი სივრცე“,- სკანდირებდნენ მომიტინგეები.

„ყველა ქუჩაში უნდა გამოვიდეს, რომ სოლიდარობა გამოხატონ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც თავშესაფრის პოვნის უფლება აქვთ“,-აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, ქვეყანაში აცხადებენ, რომ გერმანიის მთავრობა მუშაობს სხვა ქვეყნებთან, რომ მოხდეს მიგრანტი ბავშვების ევროპაში შეშვება.

„გერმანიამ გამოხატა სურვილი საბერძნეთის ბანაკებიდან მიიღოს დაახლოებით 1500 მიგრანტი, რომელთაც ბავშვები ახლავთ“,- განაცხადა ოფიციალურმა წყარომ.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, ქვეყანა იმ მიგრანტებს, რომელთაც ევროკავშირში სურთ შესვლა „კარებს აღარ დაუკეტავს“. გავრცელებული ინფორმაციით, ათიათასობით ადამიანი საბერძნეთის საზღვრებთან იმყოფება, საიდანაც ევროპაში მოხვედრას ცდილობენ. მედიის ცნობით, ბერძენ სამართალდამცველებსა და მიგრანტებს შორის არაერთხელ მოხდა შეტაკებები, რა დროსაც ბერძნულმა მხარემ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო