პროკურორის  განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით მხარეებს შორის შეთანხმებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის პროკურორის, გიორგი მუკბანიანის განცხადებით, ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით მხარეებს შორის შეთანხმებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, დღეის მდგომარეობით, სიახლე არაფერია.

“არა, ჯერ მხარეების შეთანხმებაზე არ არის საუბარი. პოლიტიკურ საკითხებზე ვერ გიპასუხებთ. დღეის მდგომარებით არ არის ახალი არაფერი, ხვალ და ზეგ რა მოხდება, შეიძლება რეალური პასუხი გაგცეთ?” - განაცხადა პროკურორმა.

ოქრუაშვილის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, რომ პროცესის დაწყებამდე აღკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით ბრალდების მხარესთან კომუნიკაცია ჰქონდათ, თუმცა ამ ეტაპისთვის მათ პოზიცია არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული. მან იმედი გამოთქვა, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ამ კვირაში იქნება ცნობილი.

“ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა ბრალდების მხარესთან პროცესის დაწყებამდე. პროკურატურა ცენტრალიზირებული სისტემაა და ზემდგომი პროკურორთან შეთანხმებით იღებენ გადაწყვეტილებას შესაბამისი კონსულტაციების შედეგად. ამ ეტაპისთვის ბრალდება მზად არ იყო და პოზიცია აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ ჰქონდა. იმედია, მაქსიმუმ ამ კვირის ფარგლებში დასრულდება ამასთან დაკავშირებით პოზიციის ჩამოყალიბება”, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი 20 ივნისისა და ბუტა რობაქიძის საქმეებზე აქვს წარდგენილი და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა