„ჰუალინგ ჯგუფმა" სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს სამედიცინო პერსონალისთვის საჭირო ბიოლოგიური უსაფრთხოების 500 სრული კომპლექტი გადასცა

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „ჰუალინგ ჯგუფმა" სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს სამედიცინო პერსონალისთვის საჭირო ბიოლოგიური უსაფრთხოების 500 სრული კომპლექტი გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ჰუალინგ ჯგუფიდან" აცნობეს.

„კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობისა და პრევენციული ზომების გასატარებლად, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთი ეფექტური ღონისძიება ტარდება. „ჰუალინგ ჯგუფის" სურვილია, საკუთარი წვლილი შეიტანოს ვირუსის პრევენციულ და აღმკვეთ ღინისძიებებში.

ბიოლოგიური უსაფრთხოების ნაკრები მოიცავს ბიოლოგიური უსაფრთხოების კომბინიზონს, FFP2 ტიპის რესპირატორს, დამცავ სათვალეს, ბიოლოგიური უსაფრთხოების ბახილს და ხელთათმანს.

სამედიცინო უსაფრთხოების ნაკრები გამოიყენება სამედიცინო პერსონალისა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტების მიერ, როგორც პირადი ანტიბაქტერიული დაცვის საშუალება, ინფექციის შემდგომი გავრცელების აღკვეთის მიზნით და ასევე იმისთვის, რომ მათ შეძლონ უსაფრთხოდ იკონტაქტონ ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტებთან. ყველა პროდუქტი სტერილიზებულია და შესაძლებელია გამოყენებული იქნას ქირურგიული დანიშნულებისათვის.

გადაცემის ცერემონია 6 მარტს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ "ჰუალინგ ჯგუფის" გენერალური დირექტორი სიაოწინ შაო, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფოს) დირექტორი ლევან გოფოძე.

ბიოლოგიური უსაფრთხოების აღჭურვილობა @doctor goods - დოქტორ გუდს-ის ნაწარმია, რომელიც წარმოადგენს საქართველოში სამედიცინო ტექსტილის ერთადერთ მწარმოებელს. აღნიშნული წარმოება ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზის ტერიტორიაზეა განთავსებული",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს