სოფო კილაძე - ვიმედოვნებ, რომ ოპოზიცია იგივე წრეზე არ წავა და არ დაიწყებს ძახილს, რომ ხელები ამოუგრიხეს ხელისუფლებას - რაც ვნახე, საკმაოდ მოზომილები იყვნენ

ადრე რეალობა იყო ისეთი, რომ ოპოზიციამ დასცა ყიჟინა - ჩვენ ხელები ამივუგრიხეთ ხელისუფლებასო, დღეს როგორც ვნახეთ, კეთდება შედარებით ზომიერი განცხადებები,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ შეთანხმებით ყველაზე მოგებული დარჩა ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება.

„ჩვენ ძალიან დიდი დრო და რესურსი დავხარჯეთ ყველა პოლიტიკურმა ძალამ ურთიერთდაპირისპირებაში, კინკლაობაში, ჩვენ, მათ შორის ოპოზიციას, შეეძლო ეს რესურსი მიემართა ობიექტური კრიტიკისკენ, რომ ქვეყანა განვითარებულიყო. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ ამ პროცესში მოგვიწია დასავლელი პარტნიორების შეწუხებამ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ მათი, რომ მათი ძალიან დიდი ძალისხმევით მოხდა ამ შეთანხმების მიღწევა. ჩვენი უახლესი ისტორიის 30-ე წლისთავს ვხვდებით ახალი პოლიტიკური კულტურით და ახალი ფურცლით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში", - განაცხადა სოფიო კილაძემ.

მისივე თქმით, რეალობა, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინ იყო განსხვავდება დღევანდელი რეალობისგან. სოფო კილაძე ამბობს, რომ მაჟორიტარი დეპუტატებისთვის მთავარი სტაბილურობის შენარჩუნება იყო, რაც ამ მოდელით მიღწევადია.

„მაშინ იყო რეალობა ისეთი, რომ ოპოზიციამ დასცა ყიჟინა, რომ ჩვენ ხელები ამოვუგრიხეთ ხელისუფლებასო და თავის გამარჯვებად გააფორმეს რეალურად ის წინადადება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ნებით განაცხადა, დღეს როგორც ვნახეთ, კეთდება შედარებით ზომიერი განცხადებები, ამიტომ მე მგონია და ვიმედოვნებ, რომ ოპოზიცია ამ შემთხვევაში არ დაიწყებს იგივე წრეზე წასვლას, რაც გააკეთეს წინა შემთხვევაში და არ დაიწყებს ძახილს, რომ ხელები ამოუგრიხეს ხელისუფლებას და თავის დამსახურებად გაასაღებას ამის. მე რასაც შევხედე, ტენდენციას, საკმაოდ მოზომილები იყვნენ, რასაც მივესალმები. დღეს ვითარება სხვაგვარია, დიმიტრი ხუნდაძემ, დაჩი ბერაიამ და სხვა ჩვენმა კოლეგებმა, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ პროპორციულ სისტემას წინა მოვლენების დროს, გუშინ თავად განაცხადეს, რომ მათთვის მთავარი იყო შენარჩულებულიყო სტაბილურობა. ამ მოდელით სტაბილურობის შენარჩუნება აბსოლუტურად შესაძლებელი იქნება, რადგან ჩვენ დარწმუნებული ვართ, „ქართული ოცნება“ 40 პროცენტზე მეტს მოიპოვებს", - განაცხადა სოფო კილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა