არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის ნაწილს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, ხმამაღლა უთხრან ამომრჩევლებს, რომ კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე შეთანხმება შედგა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამომავალი პრინციპია სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც დაპატიმრებისა თუ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი ინსტიტუტები და არა პოლიტიკოსები.

როგორც თალაკვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს პრონციპი ვრცელდება იმ საქმეებზე, რომლებზეც ოპოზიცია დღეს ხმამაღლა საუბრობს.

„მე მგონი, ყველასათვის ნათელია, რომ ოპოზიციის ამ ერთი ნაწილის განცხადებები, მათ მიერ კონკრეტული გვარების დასახელება, ემსახურება ერთადერთს, რომ მათ მხარდამჭერებისადმი მიცემული საკმაოდ კატეგორიული პირობა, რომელიც შეთანხმებამდე საკმაოდ ინტენსიურად ჟღერდებოდა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაში და საჯარო განცხადებებში, ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამას აყენებდნენ პრიორიტეტულ საკითხად და რასაკვირველია, არავისთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ნურც ჩვენ და ნურც თქვენ ჟურნალისტებს ნუ გაგიკვირდებათ, თუ ოპოზიციის ეს ნაწილი ცდილობს, რომ ეს საკითხი კვლავ შეინარჩუნოს აქტიურ კომუნიკაციაში. ეს არის მათთვის პოლიტიკური გამოსავალი. სხვა გზა ამ ოპოზიციონერებს ამ მომენტში არ აქვთ გარდა იმისა, რომ ხმამაღლა უთხრან თავის მხარდამჭერებს, რომ თითქოს რაღაც შეთანხმება შედგა გათავისუფლებასთან თუ დაპატიმრებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის, როგორც ხელისუფლებისთვის, ამომავალი პრინციპია სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც დაპატიმრებისა თუ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი ინსტიტუტები და არა პოლიტიკოსები და ეს პრინციპი ვრცელდება, მათ შორის, იმ საქმეებზე, რომლებზეც ოპოზიცია დღეს ხმამაღლა საუბრობს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციის ინფორმაციით, საარჩევნო სისტემის საკითხზე შეთანხმების პროცესში, ხელისუფლებასთან გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ბესიკ თამლიანის გათავისუფლების საკითხზეც იქნა დადებითი გადაწყვეტილება მიღებული. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, მათ შორის შეთანხმდნენ, რომ გიგი უგულავა ციხეს პრეზიდენტის მიერ შეწყალების საფუძველზე დატოვებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა