არჩილ თალაკვაძე - ბლოკების საკითხი ძირითად შეთანხმებაში არაა ასახული - ამასთან დაკავშირებით დისკუსიას პარლამენტში გავაგრძელებთ

დიდი გადახრა და განსხვავება მოქალაქეების რაოდენობას შორის, რომლებმაც უნდა აირჩიონ ერთი მაჟორიტარი თავისი ოლქიდან, არ იქნება, შესაბამისად, ოლქები იქნება დაბალანსებული,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქით, გამონაკლისი ეხება მხოლოდ ისეთ პოპულაციებს, სადაც რეკომენდაციები მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ოლქების არსებული რეალობის მიხედვით გადანაწილების საშუალება აქვს.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ერთად ოლქების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ერთიანი მუშაობა ვერ გავა იმ პრინციპებიდან, რომ ოლქები უნდა ჩამოყალიბდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, სადაც განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა, დიდი გადახრა და განსხვავება მოქალაქეების რაოდენობას შორის, რომლებმაც უნდა აირჩიონ ერთი მაჟორიტარი თავისი ოლქიდან, არ იქნება. შესაბამისად, ოლქები იქნება დაბალანსებული და გადახრები საერთაშორისო რეკომენდაცების თანახმად, არის მხოლოდ იმ შემთხვევაში დასაშვები, თუ არის კონკრეტული გამონაკლისები. ეს ეხება მაგალითად მთიან რეგიონებს და ისეთ პოპულაციებს, სადაც ევროპის საბჭოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლებას აქვს საშუალება რომ ოლქები გადაანაწილოს არსებული რეალობის გათვალისწინებით.

ბლოკების საკითხი ამ ძირითად შეთანხმებაში არაა ასახული. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას პარლამენტში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერზე, 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, ე.წ. ჩამკეტზე შეთანხმდნენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა