მაჟორიტარული ოლქების საზღვრებისა და ბლოკების საკითხზე ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შეხვედრა გაიმართება

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება პარლამენტში მაქსიმუმ 11 მარტისთვის მოხდება.

ამასთან, კობახიძის თქმით, ტექნიკურ საკითხებთან მიმართებით ოპოზიციასთან მორიგი შეხვედრა გაიმართება.

„რაც შეეხება ბლოკებს, ეს საკითხი დარჩება ღია და ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ბლოკის თემასთან დაკავშირებით . ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები, დაველოდებით არგუმენტებს ოპოზიციის მხრიდან და ამის საფუძველზე შევაჯერებთ პოზიციებს.

რაც შეეხება საზღვრების გადანაწილებას, სასურველია, რომ ეს საზღვრები უკვე აისახოს იმ პროექტში, რომელიც იქნება ოთხშაბათამდე, ან ოთხშაბათს ინიცირებული. შესაბამისად, ჩვენ ალბათ, ხვალინდელ დღეს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ დავსხდეთ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად და განვსაზღვროთ ოლქების საზღვრები. ეს არის არსებითად ტექნიკური საკითხი, დიდი ლავირების საშულელებას არ ტოვებს ის პრინციპი, რომელზეც შევჯერდით, ანუ საუბარია, ევროსაბჭოს რეკომენდაციაზე, რომლის მიხედვით, დაცული უნდა იყოს თანაბრობის პრინციპი. არ არის დიდი ლავირების საშუალება, თუმცა, ბუნებრივია, მაინც გასავლელია თითოეული ოლქის საზღვრები და ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვექნება ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამის საფუძველზე, უკვე ოთხშაბათისთვის აისახება შესაბამისი საზღვრები კანონპროექტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა