გურამ მაჭარაშვილი - შეთანხმებით უზრუნველვყავით, რომ არჩევნები, წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების შემდგომი პერიოდი იყოს სტაბილური

ამ შეთანხმებით ჩვენ უზრუნველვყავით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, წინასაარჩევნო პერიოდი და ასევე, არჩევნების შემდგომი პერიოდი იყოს სტაბილური, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ახალ კანონპტოექტს მხარს დაუჭერს, რადგან ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე აღარ იქნება, რაც მისი თქმით, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში შეიქმნებოდა.

ამასთან, როგორც მაჭარაშვილი ირწმუნება, "ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნებზე 40%-ზე მეტ მხარდაჭერას მიიღებს, რაც კოალიციური მთავრობის შექმნის საჭიროებას გამორიცხავს.

"ამ შეთანხმებით ჩვენ უზრუნველვყავით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, წინასაარჩევნო პერიოდი და ასევე, არჩევნების შემდგომი პერიოდი იყოს სტაბილური, რათა ქვეყანამ შეინარჩუნოს მიღწეული წარმატებები და განვითარდეს. ამ შეთანხმებით შევინარჩუნეთ ის პრინციპი, რომ არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით. მართალია, მაჟორიტარულ და პროპორციულ ნაწილს შორის თანაფარდობა შეიცვალა, მაგრამ პრინციპი მაინც შენარჩუნდა. გარდა ამისა, ჩვენი მიზანი ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება იყო. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლისგან თავი შევიკავეთ იყო ის, რომ ქვეყანაში 2020 წლის არჩევნების შემდგომ არ დამდგარიყო დესტაბილიზაციის საფრთხე. ჩვენი მიზანი იყო არის და იქნება ქვეყანაში ისეთი საარჩევნო სისტემის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილური და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.

"ქართულ ოცნებას" არც წინა არჩევნებზე ჰქონია და არც ახლა აქვს მოლოდინი, რომ 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს არჩევნებში. ამ ხნის განმავლობაში გავდივართ საზოგადოებასთან, ვესაუბრებით და ჩვენი დამოკიდებულება ამ ხალხთან იმის ამსახველია, თუ რა მოლოდინები უნდა გვქონდეს,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა