ბარათაშვილის ქუჩაზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

ბარათაშვილის ქუჩაზე, დღეიდან, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე 65 საპარკინგე ადგილით ხუთი ლოკაციაა გამოყოფილი, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება ფასიანი იქნება (1 საათი - 1 ლარი).

ზონალური პარკინგის ადგილებზე ავტომობილის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, სატრანსპორტო საშუალება 15 წუთით უფასოდ (სხვადასხვა ლოკაციაზე დღეში ოთხჯერ) გააჩერონ. ასევე, გამოყოფილია უფასო ადგილები ტაქსის მძღოლებისთვის და შშმ პირთათვის. იმ პირებს კი, რომელთაც ზონალური პარკირების არეალში უძრავი ქონება გააჩნიათ, 100 მეტრის რადიუსში, ორ ავტომობილზე უფასო პარკირებით ისარგებლებენ.

რაც შეეხება პარკინგის საშვს, მისი შეძენა სწრაფი გადახდის აპარატებში, ასევე, თბილისის პარკინგის ვებგვერდზე (www.parking.tbilisi.gov.ge) და ყველა ტიპის სმარტფონიდან, მობილური აპლიკაციების საშუალებით არის შესაძლებელი. პარკირების საფასურის გადახდა ელექტრომობილების მფლობელებზე არ ვრცელდება და მათთვის აღნიშნული სერვისი უფასოა.

მოსახლეობის ინფორმირებისთვის ზონალური პარკინგის არეალში განთავსებულია საინფორმაციო ჯიხური, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ზონალური პარკინგის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიიღონ, ხოლო უძრავი ქონების მესაკუთრეებს შეეძლებათ, უფასო პარკირებისთვის სისტემაში საკუთარი ავტომობილები დაარეგისტრირონ.

ზონალურ-საათობრივი პარკირება კოტე აფხაზისა და აბანოს ქუჩების ნაწილზე, ასევე, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ უკვე მოქმედებს. ზონალური პარკირებისთვის ბარათაშვილის ქუჩის ჩათვლით, სულ 478 ადგილით 56 ლოკაციაა გამოყოფილი.

იხილეთ ვიდეო: ბარათაშვილის ქუჩაზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა