სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მართვაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, Nexia TA-სა და NTI Georgia-ს ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა

სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მართვაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, Nexia TA-სა და NTI Georgia-ს ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ესპანური საპროექტო საინჟინრო კომპანია NTI-ს თანადამფუძნებელი, TESLA-ს ოფიციალური ინჟინერი - აგუსტინ პაია ეწვია.

კონფერენციის მთავარი ამოცანა სამშენებლო სექტორში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მათი მართვის ჩვენება იყო.

როგორც აგუსტინ პაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭიროა თვალსაჩინო პროგრესი, ეს კი სამშენებლო სექტორში ევროპული გამოცდილების გადმოტანითა და გაზიარებით სწრაფად არის მიღწევადი, ეს გამოცდილება კი სექტორის სტაბილურობას და მდგრადობას უზრუნველყოფს.

მისივე შეფასებით, საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საკმაოდ კარგ პოზიციაშია, რადგან ქვეყანაში განვითარების დიდი პერსპექტივები არსებობს.

სამუშაო შეხვედრაზე მოხდა სამშენებლო პროექტის მენეჯმენტისა და დაგეგმვის პროცესის ვიზუალიზაცია. წარმოჩინდა, რა უპირატესობას იძლევა ქლაუდის გამოყენება, ინფორმაციის განახლება და ანგარიშგება რეალურ დროში, როგორ უნდა დაიგეგმოს ეფექტური კომუნიკაცია გუნდის წევრებს შორის, რატომ უნდა მოხდეს გუნდის დეცენტრალიზება და რამდენად ხარჯთეფექტურია და რესურსების დამზოგავია სამშენებლო პროცესში თანამედროვე დრონების გამოყენება, მნიშვნელოვანი იყო იმ ტექნოლოგიების ჩვენება, რომლის გამოყენებაც ხდება ინფრასტრუქტურის კონტროლისთვის.

შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ტიპის ცოდნის გაზიარების ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენი, Nexia TA-ს და NTI Georgia-ს, როგორც საერთაშორისო კომპანიების მიზანი საერთაშორისო გამოცდილების დანერგვაა ქვეყანაში. გვინდა, რომ საკონსულტაციო კუთხით მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ სამშენებლო სექტორის განვითარებაში, ვფიქრობთ, რომ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებით და სხვადასხვა ღონისძიებებით, რომელსაც სამომავლოდაც ვგეგმავთ, მნიშვნელოვნად დავეხმარებით ქართულ სამშენებლო სექტორს განვითარებაში. ეს ხელს შეუწყობს ქართულ სამშენებლო სექტორში მეტი დამატებითი ღირებულების შექმნას“, -აღნიშნავს Nexia TA-ის მმართველი პარტნიორი გელა მღებრიშვილი.

შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ელექტრონულ მობილობას, ახალ ტექნოლოგიებს ენერგიის წარმოებაში.

„ძალიან მნიშვნელოვანია დავაჩქაროთ ეკომეგობრული ტრანსპორტირების კუთხით განვითარება. ბევრ ქვეყანაში გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად აქცენტი განახლებად ენერგიაზე კეთდება. ეს საჭიროა ფისკალური ბალანსისთვის, ასევე კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ“, - აღნიშნა აგუსტინ პაიამ.

Nexia TA-ს და NTI Georgia-ს ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სახელწოდებით „2020 წლის ახალი ტენდენციები სამშენებლო სექტორში“, რომელსაც პროფესიული წრეების, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ზემოთქმულთან ერთად განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ახალი ტექნოლოგიები სამშენებლო სექტორში; ბიზნეს პროცესების ტრანსფორმაცია სამშენებლო ინდუსტრიაში; ბანკის თვალით დანახული სამშენებლო სექტორი; სახელმწიფოს როლი სამშენებლო სექტორის განვითარებაში; მომავლის ტექნოლოგიების გავლენა დღევანდელობაზე.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო