წმინდა ანდრიას უნივერსიტეტი - 2020 წლის მიღებას განსაკუთრებულად მომზადებული ვხვდებით

2020 წლის მიღებას წმ. ანდრიას უნივერსიტეტი განსაკუთრებულად მომზადებული ხვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ წმ. ანდრიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, უნივერსიტეტი სტუდენტებს კომფორტულ და ტექნოლოგიურად გამართული გარემოს სთავაზობს.

„2008 წლიდან ჩვენ ხელმისაწვდომს ვხდით ხარისხიან განათლებას ნებისმიერი ახალგაზრდისთვის. უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მატერიალურ ტექნიკური ბაზა გვაქვს საქართველოში.

შევქმენით გამართული, კომფორტული და უსაფრთხო ინფრასტრუქტურა დღეს ჩვენ მფლობელობაშია 2 სრულიად აღჭურვილი შენობა, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, სამეცადინო სივრცეები, 440 კომპიუტერი ლიცენზირებული პროგრამებით, სმარტ დაფებით და პროექტორებით აღჭურვილი 55 აუდიტორია, კაფეტერია, სავარჯიშო დარბაზი. ვიმუშავეთ პროგრამების დახვეწაზე და საუკეთესო აკადემიური პერსონალის მოზიდვაზე.

ცალკე სამსახური მუშაობს ჩვენი სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობის საკითხზე. გაცვლითი პროგრამების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური მუდმივად ახალი პროექტების მოძიების და დანერგვის პროცესშია და 2020 წელს ამ მიმართულებით ბევრი სასიამოვნო სიახლე გვექნება.

თავისუფლება და მუდმივი განვითარება - მთავარი ღირებულებები რაც გვამოძრავებს.

ჩვენთვის მთავარი სტუდენტის ინტერესები და მასთან დიალოგია. ჩვენ თითოეულ მათგანს ვუსმენთ ყურადღებით და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ვქმნით განათლების მიღებისთვის საჭირო იდეალურ გარემოს. SANGU-ს უმთავრესი ღირებულებაა სტუდენტებს მისცეს პროფესიული თვითდამკვიდრების და დასაქმების შესაძლებლობების აღმოჩენის დიდი არჩევანი.

ამისთვის გვაქვს: კომფორტული და ტექნოლოგიურად გამართული გარემო, კურსდამთავრებულთა დასაქმების პროგრამა, გაცვლითი პროგრამები, სტაჟირების პროგრამები წამყვან ქართულ კომპანიებში, დახვეწილი სასწავლო პროგრამები გელოდებით უკეთესად გასაცნობად - შეარჩიეთ სასურველი ღია კარის დღე ან პერსონალური მენტორი“,-აღნიშნავენ წმ. ანდრიას უნივერსიტეტში.

ცნობისთვის, 2 მარტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო და სტუდენტებს 30 მარტის 18:00-მდე შეეძლებათ დარეგისტრირება. ამ პერიოდში სტუდენტებმა უნდა აირჩიონ უნივერსიტეტები, პრიორიტეტების მიხედვით, თუმცა უნივერსიტეტების და მათი რიგითობის შეცვლა მათ 30 მარტის შემდეგაც შეეძლებათ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა