მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის ნაწილმა მოიგონა ტყუილი, რომ კონკრეტულ ადამიანებზე რაღაც შეთანხმება შედგა - ასეთი რამ არ უნდა იკადრო

გუშინ ოპოზიციის ნაწილმა მოიგონა ტყუილი და პერსონიფიცირებულად თქვა, რომ კონკრეტულ ადამიანებზე რაღაც შეთანხმება შედგა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, „როდესაც შეთანხმება იმაზე დგება, რომ პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში, გამოხვიდე და პირიქით თქვა, რომ პოლიტიკა ჩაერევა მართლმსაჯულებაში და ამ მიმართულებით რაღაცებზე შეთანხმდნენ, ეს არის ტყუილი და ეს არ უნდა იკადრო“.

„თქვენ ალბათ, ამჩნევთ, რომ ზოგი ადამიანი თქვენს შორის ე.წ. პოლიტპატიმარს იძახის იმიტომ, რომ პასუხისმგებლობით უდგება ამ საკითხს, ზოგი პირდაპირ პოლიტპატიმარს. რეალურად ასეთები საქართველოში არ არსებობენ და როდესაც შეთანხმება იმაზე დგება, რომ პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში, გამოხვიდე და პირიქით თქვა, რომ ჩაერევა პოლიტიკა მართლმსაჯულებაში და რაღაცებზე შევთანხმდით ამ მიმართულებით, ეს არის ტყუილი და ეს არ უნდა იკადრო. ვინმე რომ გაგიჟდეს და ასეთი რაღაც თქვას, შენ აღარ უნდა გაიმეორეო, მითუმეტეს ტყუილი არ უნდა მოიგონო. გუშინ ოპოზიციის ნაწილმა მოიგონა ტყუილი და პერსონიფიცირებულად თქვა, რომ ამ ადამიანებზე შედგა რაღაც შეთანხმება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო მოგონილი ამბავი, ტყუილი და ასეთი რაღაცები საკუთარი ინტერესებისთვის, საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობისთვის ერთმანეთის წინაშე რაც აქვთ, არ უნდა იკადრო. რაც არ უნდა მიზანი გქონდეს, ამ შემთხვევაში ამის კადრება წინ დაგხვდება, იმიტომ, რომ პოლიტიკოსები არ წყვეტენ ასეთ საკითხებს, რომლებზეც იმ ადამიანებმა გარეთ ისაუბრეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის შეფასებით, არც წარსულში, არც ახლანდელ დროში და არც მომავალში არ იქნება, რომ პოლიტიკა ჩაერევა მართლმსაჯულებაში და ამისი დაჯერება მათ ოპონენტებს უჭირთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ასე არ აწყობთ.

„პოლიტიზირებული პროცესები ისედაც შეწყვეტილია და ჩვენ შევუერთდით მემორანდუმს, სადაც ამაზე იყო ხაზგასმა. არც წარსულში, არც ახლანდელ დროში და არც მომავალში არ იქნება, რომ პოლიტიკა ჩაერევა მართლმსაჯულებაში და ამის დაჯერება უჭირს ჩვენს ოპონენტებს იქიდან გამომდინარე, რომ ეს ასე არ აწყობთ. მათ აწყობთ, იმაზე კი არ ისაუბრონ, რომ 48 მილიონი ადამიანმა გაფლანგა თუ არა, ისაუბრონ იმაზე, რომ კი გაფლანგა, მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკოთ და მოდი, ეს ადამიანი იყოს პოლიტიკური პატიმარი, ვინაიდან პოლიტიკაშია. პოლიტიკა ინდულგენცია ვერ იქნება. 48 მილიონი ლარის გამფლანგველ ადამიანს ვერ დაერქმევა პოლიტპატიმარი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უნდა დატოვოს.

როგორც ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ უგულავას გასათავისუფლებლად „პრეზიდენტის ინსტიტუციის მექანიზმის გამოყენება უნდა მოხდეს“.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებაში საუბარია ასევე, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის საკითხზეც, რომელთა გასათავისუფლებლად სხვა მექანიზმი უნდა ამოქმედდეს, მათ შორის შესაძლოა, ეს იყოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს